საქართველოში პირველად, თბილისის ხელოვნების ბაზრობა “Tbilisi Art Fair” გაიმართება. სამდღიან გამოფენა-გაყიდვაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25-ზე მეტი გალერეა და 35-მდე დამუკიდებელი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დატვირთული იქნება ლექციებით, მასტერ-კლასებითა და ღია ფორუმებით. Tbilisi Art Fair-ის სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასტრონომიული ღონისძიება.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში თანამედროვე ხელოვნების ბაზრის სტანდარტების შექმნას და განვითარებას.
გამოფენა – გაყიდვა 2018 წლის 17-20 მაისს მოეწყობა.