გორში ავტოკლუბი დაარსდა

735

ავტოსპორტის განვითარების მიზნით, გორში ავტოკლუბი დაარსდა. ამის თაობაზე საჯარო რეესტრში ოფიციალური განცხადება ერთი თვის წინ შევიდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საჯარო რეესტრის ცნობით, ავტოსპორტის განვითარების გარდა, ორგანიზაციის მიზანი შეჯიბრების ორგანიზებაა, რაც ამ სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ა(ა)იპ დირექტორია გიორგი გიგოლაშვილი, ხოლო წევრები – შალვა აბულაძე და ჯემალ ქუჩუკაშვილი არიან.

ორგანიზაცია ოფიციალურად 2018 წლის 15 მარტს დაფუძნდა.