რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, აზიის განვითარების ბანკი (ADB) გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას დააფინანსებს.
სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ბოლოს დაიწყება.
გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი კობერიძემ ADB-ის ხელმძღვანელობას რეაბილიტაციის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. პროექტი მთავრობის დაფინანსებით 2017 წელს დასრულდა, რომლის შედეგად გუდაურის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
,,ჩვენ უკვე წლებია საქართევლოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ურბანული განვითარება და წყალმომარაგების სექტორია. ADB უწევს ფინანსურ მხარდაჭერას გუდაურში დაგეგმილ წყალმომარაგების პროექტებს და დღეს, აქ სწორედ ამ მიზნით ვიმყოფებით. ამჟამად ბანკის ჯამური პორტფელი საქართველოს მასშტაბით 1.3-1.4 მილიარდი დოლარია. სამომავლოდ შესაძლებელია ახალი პროგრამის შემუშავება, რადგან ვფიქრობთ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა საქართველოს ხელისუფლებასთან. გუდაურის სწრაფი განვითარების ტემპი კი, საკმაოდ შთამბეჭდავია“, – განაცხადა ვერნერ ლიპახიმ.
აზიის განვითარების ბანკის დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.