გმირთა მოედანზე არსებულ პანდუსსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, მოძრაობის შეფერხების მიზეზი გმირთა მოედანზე არსებული პანდუსის და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდის მორეცხვაა.
“თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება – გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.