ქუთაისში ტროტუარზე პარკირებისთვის მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება

1004

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების არასწორ პარკინგზე კონტროლს ამკაცრებს. ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მანამდე მათ გაფრთხილება მისცეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას ითვალისწინებს.

“ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და 500-500 ლარით უკვე დაჯარიმდნენ მოქალაქეები,” – თქვა ზვიად ჯავახიამ.