რატომ არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებებს? იმიტომ, რომ ისინი ხშირად ჩვენ გარეშე წყვეტენ, რა გვჭირდება, რომელი პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებმა მანკიერი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და ადგილობრივი ბიუჯეტები კვლავ მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე მიიღეს.
რა ხდება თქვენს მუნიციპალიტეტში? ჩართულხართ როდესმე პრიორიტეტების შედგენასა თუ პროექტების დაგეგმვაში? როგორ ვაიძულოთ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი მონაწილეობით მიიღოს? ვფიქრობთ, ღირს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება.