გორის მერია ავტომობილების პარკირებისათვის გამოყოფილი ადგილების გაზრდას გეგმავს. მერიის ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლებმა შესაბამის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფს თამაზ სანდაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ სამუშაო პროცესები წლის ბოლოსათვის დასრულდება.
“მუშაობა ახლახანს დავიწყეთ. მნიშვნელოვნად გაიზრდება პარკირებისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა. პროექტი დამუშვების პროცესშია. ამ დროისათვის, ქალაქის მასშტაბით, ავტომანქანის 700 სადგომი გვაქვს. წლის ბოლოსათვის, რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება”,- განაცხადა თამაზ სანდოძემ