კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება

670

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება და დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“სამგოროს რაიონში კახეთის გზატკეცილზე ორეტაპიანი სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ეს არის სათადარიგო გზის მოწესრიგება, დაახლოებით 8 კილომეტრის სიგრძის არის და 8 მილიონი ლარი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციებისთვის. საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, აქ მუშაობს GWP, რომელიც ახორციელებს მიწისქვეშა სამუშაოებს, 4 მილიონი დაიხარჯება მათი მხრიდან, რომ კომუნიკაციები იყოს მოწესრიგებული. მეორე ეტაპი იქნება ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთანავე, ჩვენ უკვე დავალება გვაქვს გაცემული და ტენდერი გამოცხადებულია გზაგამყოფის მოსაწესრიგებლად და განათების ბოძების გამოსაცვლელად. უნდა დავაყენოთ ახალი, თანამედროვე, ევროპული განათებები. ეს გზა თავისი დამხმარე გზით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც აეროპორტის მიმართულებით მიდის და აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს, დედაქალაქში შემოსასვლელია და ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს. სამუშაოების პირველი ეტაპი 6 თვეში დასრულდება”, – განაცხდა კალაძემ.

დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტით გათვალისწინებულია 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც ახლი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვეში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს.