ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში ახალი საბავშვო ბაღი გაკეთდება. ეს გადაწყვეტილება ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მიიღო. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, საბავშვო ბაღი გარემონტდება, რომლის სარეაბილიტაციო თანხის ოდენობა 122 400 ლარს შეადგენს.
პროექტის მიხედვით, სოფელს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი აღმზრდელობით დაწესებულება ექნება.