ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

694

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. კულტურის სახლში კი პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა ამბობს, რომ დაბა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. “ჩემი მრჩეველთა საბჭო 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე, აწარმოებდნენ კონსულტაციებს მოქალაქეებთან და ახლა ეს ინიციატივა საკრებულოში შევა განსახილველად”, – განაცხადა გოგუამ.

მისივე თქმით, საკრებულოს მიერ ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, შემდეგ კი მთავრობამ შესაბამისი განკარგულება უნდა გამოსცეს.

წყარო: იმედინიუსი