გორში, სადგურის დასახლებაში, გზები მოწესრიგდება

748

გორში, სადგურის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მარაბდელის, გაბაშვილის, თრიალეთის, ატენის ქუჩის მონაკვეთებისა და კეცხოველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო.

„სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგება, მიმდინარე სამუშაოებთან ერთად დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ამ უბანში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ამ ხელისუფლების პირობებში 10 მილონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო გამწმენდი ნაგებობა და საკანალიზაციო ქსელი, რომელიც დასახლებას არასდროს ჰქონია. რებილიტირდა 14 ქუჩა, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები.“ – აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 4 თვეში დასრულდება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 358 293 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტრუქტული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ აწარმოებს.