სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარების მოთხოვნით მანიფესტი გავრცელდა

1189

სვანების მკვიდრ მოსახლეობად აღიარების მოთხოვნით მანიფესტი ვრცელდება. მიმართვის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და მთავრობაა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

„სვანები არიან ქართული ეთნოსის შემადგენელი ნაწილი, ისინი მთლიანად ინტეგრირებულნი არიან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში და არ განიხილებიან როგორც ეთნიკური უმცირესობა. მიუხედავად იმისა, რომ სვანები გარკვეული ხარისხით ავლენენ „მკვიდრი მოსახლეობის“ ცალკეულ მახასიათებლებს, მთლიანობაში ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თემები არ აკმაყოფილებენ სრულად საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დეფინიციას „მკვიდრი მოსახლეობის“ შესახებ და შესაბამისად, კრედიტორების „მკვიდრი მოსახლეობის“ პოლიტიკა არ ამოქმედდება“, – წერია ნენსკრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დამატებითი გარემოსდაცვით და სოციალური კვლევების დოკუმენტში (სოციალური ზემოქმედების შეფასება).

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, თუ რატომ არ სურს კომპანიას, სვანები „აღიაროს“ როგორც „მკვიდრი მოსახლეობა“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ხორციელდება მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიაზე, პროექტის შესრულებამდე კომპანიას სჭირდება მოსახლეობის წინასწარი თანხმობა. შემდგომ კი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სჭირდებათ სპეციფიკური შესწავლა, კვლევა და განხილვა პროექტის განხორციელება – არ განხორციელებასთან დაკავშირებით.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“  და ასევე ყველა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს თავის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკაში აქვთ „მკვიდრი მოსახლეობის“ (Indigenous People“) პოლიტიკა.

 

უფრო ვრცლად სტატია იხილეთ ამ ბმულზე.