სენაკის მერია მცირე ბიზნესს ქალაქის ცენტრში იჯარით ტერიტორიას სთავაზობს. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, ინტერნეტ აუქციონის გზით, ხანგრძლივი იჯარით გასცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.სენაკის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე 102 კვ.მ შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული 154 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (საკ.კოდი N44.01.31.250)
აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს პერსპექტიულ ადგილს მცირე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით.
დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას
მისამართი: ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ.№103
საკონტაქტო ნომერი: 0(413) 27 70 31