ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში ვაკანსიების მიღება რვა დღეში სრულდება.
„არქიტექტურის და ურბანული სამსახურის მიმართულებით დაახლოებით 30 ვაკანსიაა გამოცხადებული. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი განათლება, ვინც არის პროფესიონალი შესაბამისი კვალიფიკაციით, მოგვმართეთ მიიღეთ მონაწილეობა და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებაში,“ – განაცხადა კახი კალაძემ
თბილისის არქიტექტურის სამსახურს ვაკანტური პოზიციები გამოცხადებული აქვს შემდეგ პოზიციებზე: საინჟირნო განყოფილების უფროსი სპეციალისტი საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება – უფროსი სპეციალისტი, იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი,I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება უფროსი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი – ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირი, სტრატეგული დაგეგმვის-მონიტორინგის და შეფასების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, სტრატეგული დაგეგმვის-მონიტორინგის და შეფასების განყოფილების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;
თოთოეულ ვაკანტურ პოზიციაზე შესაბამისი მოთხოვნები, სახელფასო ანაზღაურება და კონკურსის პირობები hr.gov.ge-ზე არის განთავსებული.