ქუთაისში დევნილთა მიერ შემქნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დევნილთა სამინისტრო სრულად დააფინანსებს. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი თანადაფინანსების პროგრამით განსახორციელებელი პროექტების 10%-ს დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფინანსებდა. დღეიდან კი, სამინისტრო სრულად დააფინანსებს განსახორციელებელი სამუშაოს პროექტს და ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც კერძო საპროექტო ორგანიზაციები მოამზადებენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებთან და მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა იმ პრობლემებზე, რომელიც ქუთაისში მცხოვრებ დევნილთა მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე დგას.
მხარეებმა შეხვედრაზე იურიდიულ პროცედურებზე იმსჯელეს. კონკრეტულად გადაწყდა, თუ როგორ უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში საპროექტო ხარჯთაღრიცხვისთვის გაწეული საფასურის ანაზღაურება.
შეხვედრას არასამთავრობო სექტორისა და საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.