ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მერიის მიერ შემუშავებულ სოციალურ პროგრამას ავრცელებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის დახმარებით:
• მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარი, ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში 500 ლარი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 300 ლარი
• უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა – 200 ლარი
• ომისა და სამხედრო ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 200 ლარი
• 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება -200 ლარი
• ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით – არაუმეტეს 10 000 ლარი
• მარტოხელა მშობლის (0-18 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში) ერთჯერადი ფინანსური დახმარება – 300 ლარი
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის – სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს.