გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის დაახლოებით 100 000 ლარია გამოყოფილი. პრევენციის მიზნით სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
„ყოველ წლს ვახორციელებთ ხევების გაწენდით სამუშაოებს, რათა მოჭარბებული ნალექის დროს თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები. ძირითადად ბელახევი და ახტალისხევი გვაქვს გასაწენდი. მოხდება სხვა ხევების დათვალიერებაც და თუ სადმე კრიტიკული ადგილია, იმასაც მივაქცევთ ყურადღებას. დაახლოებით სამი წელია, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევის ადიდების შემთხვევა არ ყოფილა “, – თქვა გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარ შავკაციშვილმა.