ქუთაისის მერია ქალაქის საკუთრებაში არსებულ 200-ზე მეტ ობიექტს გასაყიდად ამზადებს. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის თქმით, გასაყიდ ობიექტებს შორის არის როგორც მიწის ნაკვეთები, ისე შენობა-ნაგებობები. გიორგობიანი იმასაც ამბობს, რომ ქონებაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა დიდია და ქალაქის მერიაში დღის განმავლობაში 30-მდე განცხადება შედის.
მისივე თქმით, 2018 წელს ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონებების რეალიზაციიდან მერია 4 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.