ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

727

14 მარტს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რიგგარეშე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის შემადგენლობაში გუბერნატორთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები შედიან. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ავრცელებს.

არჩილ ჯაფარიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში დაგეგმილ ჰიდრო-ენერგო ობიექტების მშენებლობას დაუთმო, მუნიციპალიტეტების მერებს კი სთხოვა, მოიპოვონ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე და მას შემდეგ, უპასუხონ საზოგადოების შეკითხვებს.

თათბირზე ასევე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები: ქალაქ ამბროლაურის საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დროულად მიწოდება შესაბამის სტრუქტურებთან, დაფინანსების მოპოვების მიზნით, საზედამხედველო კომპანიის – ,,შპს ესქპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ს მიერ გაწეული სამუშაოები და სხვადასხვა საკითხები.

ასევე, გუბერნატორის მითითებით, რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია დაიგეგმა.