ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

657

ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ ოზურგეთის ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.  ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერმა თამაზ ტრაპაიძესთან, ლევან ხინთიბიძესთან და ირაკლი პაპავასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების დეტალები განიხილა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების მონიტორინგის მიზნით პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობას ხედავს, რათა ყველა ცვლილება გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართოს.

„არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დღის წესრიგს ქვეყანაში და ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას მუშაობის უფრო მოქნილ მექანიზმებს სთავაზობენ, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი ყველა რეკომენდაცია,“- აღნიშნა შარაშენიძემ.