სიტი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტისთვის მერია პირგასამტხელოს არ გადაიხდის

766

წინა სტატია

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სიტი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის. ვიცემერის თქმით, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია და ამის გამო მას არაერთი გაფრთხილება მიეცა.

ხმალაძის თქმით, “სიტი პარკი” არც გაფრთხილებებს ითვალისწინებდა, შესაბამისად, მერიამ, მოქალაქეების უფლებების დასაცავად, კომპანიასთან ხლშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს.