ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 560 ათას 953 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები, ძირითადად, ფერდსამაგრი ნაგებობების/გაბიონების მოწყობას გულისხმობს, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერძო ნაკვეთებში. სამუშაოები 26 ადგილზე, მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში უნდა ჩატარდეს. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებში პროცესები კვლავ განვითარდეს, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებსა თუ გზებს.
სოფელი ქობულეთი – ნოდარ (ასლან) დადიანი, შაქრო ინაიშვილი, სულიკო ჭყონია, ტარიელ ჯაფარიძე, ხათუნა შავიშვილი, რევაზ ქათამაძე, მირზა შევარდნაძე, თამაზ შევარდნაძე, ხაიდარ ჯაფარიძე;
კოხი – ირაკლი შევარდნაძე, ომარ ჯინჭარაძე, დავით შევარდნაძე, თენგიზ შევარდნაძე;
ზედა სამება – ელგუჯა-ნაზიკო კახიძე, ნუგზარ კახიძე;
ხუცუბანი – ნონა ხინიკაძე, ასლან ემირიძე;
ქვედა სამება – გურამ დიასამიძე;
ქვედა კვირიკე – მერაბ გოგიტიძე;
ზედა კონდიდი – მერაბ მოწყობილი, გენო (ლევან) ჯაფარიძე, რამაზ კენჭაძე, ტარიელ მოწყობილი;
ქვედა კონდიდი – ნინო ჯინჭარაძე, ია ცეცხლაძე, რუსუდან ბეჟანიძე;
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ოჯახები მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ მოქალაქეებისგან შემოსული განცხადებების საფუძველზე შეარჩია. შესყიდული იქნა საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო სამუშაოების ჩასატარებლად თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო.
ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე განცხადებაა შესული, სადაც მოქალაქეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.