გორში საჯარო მოხელეების გადასამზადებლად 13 ათასი ლარი დაიხარჯება

853

საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის პროფესიული საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების გეგმა დაამტკიცა. გეგმა 13 საფეხურისგან შედგება. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

საკრებულოში განმარტავენ, რომ საჯარო დაწესებულება ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვრავს და უზრუნველყოფს მოხელის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობას. პროგრამის მიზანი კი თანამშრომლების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაა.

საჯარო მოხელეების გადასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 700 ლარი დაიხარჯება.