გორის მერიის ინფორმაციით, ძევერა-შერთულის 2 760-მეტრიანი და ტირიფონის არხიდან არცევამდე 9 000 მეტრიანი სამელიორაციო სისტემის მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება. შედეგად 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულს სარწყავი ექნება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობას გასარწყავიანების პრობლემა აღარ შეაწუხებს. სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა.
გორის მერიის ცნობით, 30 წელზე მეტია ქვეშში, ქვემო არცევში, სათემოში, კარალეთში, ქიწნისში, პატარა და დიდ გარეჯვარში გაუმართავი სამელიორაციო სისტემაა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 2 850 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“ აწარმოებს.