გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მერიის მიერ დაქირავებული კომპანია, მთავარ გზას წმენდს. ,,საგზაო სამშენებლო #1″-ის თანამშრომლები სანიაღვრე სისტემას არ ეხებიან. ამის გამო, სოფლის შესასვლელში, ქვედა უბანში მდებარე სახლები კვლავ დატბორვის წინაშე დგას. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიაღვარი ატენის მხრიდან ყოველი წვიმის დროს ჩამოედინება. ორი დღეა, კომპანიის წარმომადგენლები გზას სწორედ ასეთი ნიაღვრისგან ჩამოტანილ ქვიშისგან ასუფთავებენ. ,,დავალებული გვაქვს, რომ გზა გავწმინდოთ, სანიაღვრე არხებს არ ვაკეთებთ.” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
გამოცემის ინფორმაციით, ზამთრის ნალექის (წვიმის) დროს, ათობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ადგილობრივები ახალი სანიაღვრე არხების გაკეთებას ითხოვენ.
კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″-მა ბოლო ტენდერი 2018 წლის 3 თებერვალს მოიგო. ამ ტენდერის მიხედვით (დაახლოებით, 500 000 ლარი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების მოვლა-პატრონობა ეხება. ცნობისათვის, გასულ წელს, სოფელ ხიდისთავში, ცენტრალურ ნაწილში ახალი სანიაღვრე სისტემა დაამონტაჟეს, თუმცა, ეს პროექტი ქვედა უბანს (სოფლის შესასვლელში) არ შეხებია.