დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპები გააცნო. ახალი ცვლილება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ორდონიანი სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას საკუთარის სოფლისა თუ ქალაქის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თვითმმართველობების უფლებები, მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება, ასევე ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე მუშაობა 2013-2014 წლებში უნდა დასრულდეს, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივის არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი.