ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ორგანულ კანონში ცვლილებები ერთი თვის ვადაში მომზადდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამუკა მდინარაძის თქმით, ორგანული კანონის მიღებას პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 დასჭირდება.
„ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს ან საქართველოს გაერთიანებას ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, ორგანული კანონის მიღება გვიწევს და დათქმაა, რომ ორგანული კანონის მიღებას 2/3 სჭირდება. ერთი თვე იქნება საჭირო, რომ პროექტი დაიდოს“, – დასძინა მდინარაძემ.
ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით რეგულაციები ორგანული კანონით განისაზღვრება.