ქუთაისის „მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში“ სკეიტპარკი მოეწყობა

1690

ქუთაისის “მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში” სკეიტ-პარკი და კლდედრომი მოეწყობა.  ქუთაისის მერიამ გასართობი ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

სატენდერო პირობების თანახმად, სკეიტ-პარკი და კდედრომი 2000 კვ.მ-ზე უნდა მოეწყოს და ინფრასტრუქტურაც ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა დამზადდეს. სკეიტ-პარკისა და კლდედრომის პროექტირებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6000 ლარი დაიხარჯება.

ქუთაისში ახალგაზრდები რამდენიმე წელია სკეიტ-პარკის მოწყობას ითხოვენ.  მათ გასულ წელს საპროტესტო აქციაც გამართეს.  ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობდნენ, რომ მერია შესაბამის ადგილს არჩევდა. თუმცა, სკეიტ-პარკი ამ დრომდე არ მოუწყვიათ.