ადიგენის სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა

712

ადიგენის სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.

მეტალოკონსტრუქციის ხიდი 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძის არის, რომლის მშენბლობისათვის ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.

ამჟამად მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა.