გორის მერისა და მოადგილეების ხელფასი გაიზარდა

915

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გორის მერისა და მოადგილეების ხელფასების გაზრდას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

გორის მერის ხელფასი 3200 ლარი იქნება, მისი მოადგილეების ალექსი მარიამიძე და ეკა სუხიშვილი კი 2050 ლარის ნაცვლად 2350 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად, რაც შეეხება მესამე მოადგილეს გელა კაპანაძეს მისი ხელფასი 2150 ლარის ნაცვლად 2500 ლარი იქნება.

დეპუტატების უმრავლესობამ აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილი წინადადება მოიწონა. საქმე ეხება საშტატო ნუსხაში ცვლილელების შეტანას. ცვლილებები, როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს საშტატო ნუსხაში შედის.

მას შემდეგ, რაც პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის საპრემიო თანხის გაცემა შეიზღუდა, სახელფასო ფონდის თანხები მუნიციპალიტეტებმა შრომის ანაზღაურებისკენ მიმართეს. 2018 წლამდე პრემიის გაცემა წელიწადში 7-ჯერ შეეძლოთ.