ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზები კეთდება

616

სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) დაფინასნებით 4 კმ-მდე მონაკვეთი კეთდება ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლების როხის და სალომინაოს გზის ორ მონაკვეთი სრულად აღდგება. ამ ეტაპზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრე არხები და რკინა-ბეტონის მილხიდები.
სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გზებზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.