“თრიალეთი” გორის მერიაში ნეპოტიზმის შესახებ წერს

1300

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ებში პრლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატების თენგიზ ხუბულურის და იოსებ მაკრახიძის, ასევე გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილისა და მისი მოადგილეების ახლობლები და ნათესავები საქმდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას “თრიალეთი” ავრცელებს.

“თრიალეთის”  ინფორმაციით გორის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე თავზარაშვილმა თანაშემწედ ბავშვობის მეგობარი ქეთევან არსენიძე დანიშნა, მისი მეუღლე იოსებ ხაბელაშვილი კი სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დანიშნა. ამასთან, “თრიალეთი” წერს, რომ ხაბელაშვილი ნასამართლევია, თუმცა ამ ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელი არ ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, გორის მერმა ასევე დაასაქმა თავისი ცოლის მეგობრებიც.

მერიის სპორტის ააიპის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ხუბულურის ძმა, კონსტანტინე (ტუხო) ხუბულური, ამავე ააიპ-შია დასაქმებული მისი მეუღლე მაია ნაყოფია და ხოლო შვილი ხატია ხუბულური კუტლურის ააიპ-შია დასაქმებული.