გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი თეონა მაისურაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 1 თებერვალს დატოვა, საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საკრებულოში თეონა მაისურაძეს პარტიული სიის მიხედვით, გიორგი ტურაშვილი შეცვლის, თუმცა, ოფიციალური განაცხადი საკრებულოს აპარატში ჯერ არ შესულა.
თეონა მაისურაძე დაიბადა 1995 წლის 22 მარტს, ცხინვალის რაიონ სოფელ ქურთაში. 2008 წლამდე ცხოვრობდა ცხინვალის სოფელ აჩაბეთში.