გორის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ცხოველის მიერ ადამიანის კბენა-დადორბლის 1832 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1630 შემთხვევაში ცხოველს პატრონი ჰყავდა. ეს მონაცემები გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშში მოხვდა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარინა გიუნაშვილის თქმით, მოხეტიალე ცხოველმა გასულ წელს 202 ადამიანი დაკბინა-დადორბლა.
,,ყველა პირი შესაბამის მკურნალობას იტარებდა, ასევე, მიმდინარეობდა ცხოველებზე მეთვალყურეობდა. ვაკვირდებოდით ძაღლისგან დაკბენის 694, ხოლო კატისგან 359 შემთხვევას“ – აღნიშნავს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.
ამავე ცენტრის ცნობით, წლის განმავლობაში, ცხოველებში ცოფის 66 შემთხვევა დაფიქსირდა, ადამიანებში – არც ერთი.