ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები იყოფა

620

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები გაიყოფა, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორ ფუნქციას ერთი სამსახურის უფროსი არ უნდა ასრულებდეს.

“ცოტა უხერხულობას ქმნის ის, რომ სამსახურის უფროსი გასცემს ნებართვას და ამავე სამსახურის უფროსი ამოწმებს მერე ამ ნებართვებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სამსახურები გავყოთ”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ქალაქის მერმა, ასევე მერის მრჩევლებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დანიშნული ხუთი მრჩეველი საჭირო არ არის და მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი