საარჩევნო მედიაცენტრში დამკვირვებელი ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აჯამებენ (Live)

790

საარჩევნო მედიაცენტრში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციებს მართავენ.

პრესკონფერენცია უკვე გამართა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ, რომელმაც არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებისა და ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ ისაუბრა.

მომდევნო ბრიფინგს მედიაცენტრში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს, რომელსაც droa.ge პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

საარჩევნო მედიაცენტრი ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით გაიხსნა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საზოგადოებისთვის არჩევნებზე დაკვირვების შედეგები გაეცნოთ. საარჩევნო მედიაცენტრმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და 12 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში რამდენიმე ათეული პრესკონფერენცია გამართა.