დღეს თბილისის მოქმედი, მე-5 მოწვევის საკრებულო ბოლო სხდომას გამართავს.
როგორც საკრებულოს ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორისაა “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე, თბილისში არსებული სხვადასხვა ქონების სხვადასხვა წესით გაცემის საკითხები და განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება.
დღესვე დედაქალაქის საკრებულო “ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ” ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საკრებულოში 16:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ახალარჩეულ საკრებულოს, ის პირველად 14 ნოემბერს შეიკრიბება.