საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ცნობით, მწვანე კონცხი შავ ზღვას თანამედროვე საბაგიროთი დაუკავშირდება. როგორც ფონდში ამბობენ, ისინი მწვანე კონცხზე ხუთვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექსს აშენებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
კომპლექსი საბაგირო გზით დააკავშირებს მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს. საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი.
სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250-მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 110 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
წყარო: იმედინიუსი