საქართველოს მთავრობამ, საბავშვო ბაგა-ბაღებში განათლების ხარისხის ასამაღლებლად, სპეციალური კრიტერიუმები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2018 წლიდან შედის.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლიდან ბაგა-ბაღების გამგეების სტატუსი უქმდება და მის ნაცვლად დირექტორის სტატუსი შემოდის, რომლის მოსაპოვებლადაც გამგეებს ტესტირება ან გასაუბრების გავლა მოუწევთ.
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, საგანმანათლებლო კრიტერიუმების დაკმაყოფილება ბაღის აღმზრდელებსაც მოუწევთ. არსებული კანონმდებლობით, საბავშვო ბაღებში მუშაობა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელისთვის ნებადართულია. მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ აღმზრდელ-პედაგოგები და რა მოვალეობები დაეკისრებათ მათ, იხილეთ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ.