ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

684

ნაძალადევის რაიონში, მაღაროს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

მაღაროს ქუჩაზე 80 წელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2740 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, 774 გრძივ მეტრზე კი მოეწყო ბორდიურები. ასევე, ქუჩის ბოლოში აშენდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 194 290 ლარი გამოიყო.