თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გეგმები ელეავას ბაზრობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მისი თქმით, მათი პოზიცია ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით უკვე გაცხადებულია და უცვლელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ელიავას ბაზრობას რეკრეაციული ზონის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
დღეს, გენერალური გეგმის ჯგუფი თბილისის არჩეულ მერს კახა კალაძეს და მის გუნდს შეხვდა. როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, გენგეგმის ჯგუფმა გარკვეული შენიშვნები მიიღო, თუმცა ამ შენიშვნებზე ისინი დეტალურად არ საუბრობენ.
რაც შეეხება კახა კალაძეს მან მედიასთან განაცხადა, რომ დოკუმენტს დეტალურად შეისწავლის თავის ჯგუფთან ერთად და ამავდროულად მერიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილ მასალებს გაეცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბრებს დეტალურად.
წყარო: აიპრესი