საქალაქო სასამართლო ლეიბორისტული პარტიის სარჩელს განიხილავს

666

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის 38-ე უბანზე ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხმების უპრეცედენტო რაოდენობა გააყალბა.

“ისნის მეხუთე ოლქზე არჩევნების დღეს იყო ე.წ. კარუსელი. ჩვენმა დამკვირვებელმა შეიტანა საჩივარი უბანზე, თუმცა თავმჯდომარე არ იბარებდა საჩივარს. შემდგომ ცესკო-ს განკარგულებით იძულებული გახდა, ჩაებარებინა, რის შემდეგაც თავმჯდომარე გაბრაზდა და გამოაძევა დამკვირვებელი, ის არც შემაჯამებელი ოქმის შედგენის დროს არ იმყოფებოდა უბანზე. ჩვენ ვითხოვთ ხმების ხელახლა გადათვლას და თავმჯდომარის პასუხისგებაში მიცემას”,- განაცხადა ლეიბორისტების ადვოკატმა მარი ცუცქირიძემ.

პროცესზე მოპასუხე მხარე ისნის მეხუთე საარჩევნო საოლქო კომისიის თავმჯდომარე ალეკო ცხოვრებაძე იქნება.

წყარო: 1ტვ