ქუთაისის საოლქო სარჩევნო კომისია საჩივრების განხილვა გრძელდება. კომისია 2 სარჩელს განიხილავს, რომელიც “ახალგაზრდა იურისტების” მიერაა დარეგისტირებული.
“საიას” საჩივარში მითითებულია, რომ #59 უბანზე მოხდა შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა, რასაც თან არ ახლდა უფლებამოსილი პირის ახსნა-განმარტება. მეორე საჩივარი #50 უბანს ეხება, სადაც შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენის რაოდენობა არასწორადაა მითითებული, რასაც თან ახლავს უფლებამოსილი პირის ახსნა–განმარტება, თუმცა მითითებული ბიულეტენის რაოდენობის გარეშე, საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ბათილი ბიულეტენების ჯამი 5–ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
როგორც საოლქო კომისიასში განმარტავენ, განსახილველი საჩივრები ძირითადად პროვედურულ დარღვევებს უკავშირდება, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
გუშინ, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა, ამ დროისთვის კი, განხილვის შედეგების შეჯამება მიმდინარეობს.
გუშინ კომისიას განსახილველი ჰქონდა 20 სარჩელი, საიდანაც 2 სარჩელი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განუხილველი დარჩა. ლეიბორისტული პარტიის საჩივრის განხილვას კი კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
წყარო: ნიუპრესი