“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბანერი Free Misha გაშალეს

626

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიხსნა.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ბანერი გაშალეს წარწერით, Free Misha. სიტყვიერი დაპირისპირება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს მოჰყვა. ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზვიად კუპრავა და საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ოთარ გრიგოლია დაუპირისპირდნენ.

“მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. უზრდელი ხართ და არ მოგეცემათ უფლება, რომ ისაუბროთ”, – მიმართა ოთარ გრიგოლიამ კუპრავას.