ღარიბაშვილი: მთავრობის სხდომაზე დღეს ბინების დაკანონების საკითხს განვიხილავთ – საკუთრებაში ფართები 85 ოჯახს გადაეცემა

351

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბინების დაკანონების საკითხი განიხილება.

„მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ბინების დაკანონების საკითხს, 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები, რაც მანამდე არ იყო გადაცემული მათთვის“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.