ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 309 საჩივარია შესული. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ასევე ვაკის საარჩევნო ოლქში, ნაძალადევსა და ქუთაისში.
“საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებლებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ის ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. საჩივრების უმეტესობის მოთხოვნაა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც ასევე შეეხება პროცედურულ დარღვევებს, რაც შესწავლას და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს“, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იმ დარღვევათა უმრავლესობა გადამოწმდა, რომელთა თაობაზეც მათ ინფორმაცია მედიით მიიღეს და მათი ნაწილი დადასტურდა, ნაწილი – არა.
წყარო: ინტერპრესნიუსი