ალეკო ელისაშვილი: ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება, ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს

786

ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად მე გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საკუთარ შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ უთანასწორო ბრძოლას ჰქონდა ადგილი და ამის მიუხედავად, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა გამარჯვება შეძლო.

„რაც შეეხება იმას, რაც ყველას აინტერესებს. ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან უთანასწორო იყო. ვხედავდით, რომ ათეულობით მილიონი იყო რეგისტრირებული ლეგალური თუ არალეგალური, სახელისუფლებო მედიის უზარმაზარი მხარდაჭერა იყო, საშინელი ანტიპიარი იყო ჩემს წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში, ასევე იყო უშიშროების აქტიური ჩართულობა. გუშინ ვნახეთ, აღმაშფოთებელი და ძალიან მიუღებელი ფაქტები, როდესაც ადამიანებს ერეკებოდა სახელისუფლებო პარტია საარჩევნო უბნებზე. თუმცა, ამის მიუხედავად, ცეკსკოს შედეგები არის ოფიციალური. მე ყოველთვის ვიყავი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნის მომხრე, რომ ჩვენ ყოველთვის იდეებზე გველაპარაკა და სიძულვილით არ გვესაუბრა. ერთიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ უზარმაზარი უთანასწორობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ გაძვრა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაუსხტლა მეორე ტურს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმით. თუმცა გუშინდელი დღე წარსულია და წარსულზე აღარ ვისაუბროთ, მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მსურს და ეს ახალი კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამდენად, მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს. ვუსურვებ, რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი. ამით იმის თქმაც მინდა, რომ მე ვიბძოდი არა სავარძლისთვის, კაბინეტისთვის, არამედ ვიბრძლოდ უკეთესი ქალაქისთვის და თუ კახა კალაძე მოახრეხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები ამ ყველაფერს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მისი შტაბის წევრებსა და მხარდამჭრებს მადლობა გადაუხადა.

წყარო: ინტერპრესნიუსი