განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, აჩვენებმა ჩაიარა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში, სერიოზული ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე.
საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევებიც, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დროულად მოხდა რეაგირება და მათი გამოსწორება.