TI: თვითმმართველობის არჩევნებში გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა

641

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა. ამის შესახებ არჩევნების დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

“ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩეველების აღრიცხვას უკავშირდებოდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

იხილეთ არჩევნების დღის შემაჯამებელი ანგარიში სრულად