“მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლის, ირმა ბასილაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს-საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები რუსთავის # 20, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, (ქვემოქართლი), ბორჯომის # 36, ახალციხის # 37, ადიგენის # 38, ასპინძის # 39, ახალქალაქის # 40, ნინოწმინდის # 41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, (კახეთის), კასპის # 30, გორის # 32, ქარელის # 33 და ხაშურის # 35 (შიდაქართლის) საარჩევნო ოლქებში მშვიდ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა. რიგ საარჩევნო უბნებზე მცირედი ხასიათის საარჩევნო ხარვეზების მიუხედავად, არჩევნების საბოლოო შედეგებზე ეს დარღვევები გავლენას ვერ იქონიებს.
იხილეთ დარღვევების შესახებ ინფორმაცია და არჩევნების დღის მონიტორინგის შედეგები სრულად